www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პურის მცხობელი
მომწოდებელი: ბაბუს პური
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

კომპანია "ბაბუს პური" ქართული ბრენდია პურ-ფუნთუშეულის წარმოებასა და რეალიზაციაში. მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდების 2 ძირითადი მიმართულება გვაქვს: ჩვენი ბრენდული მაღაზიები და ქსელური დისტრიბუცია.

დამოუკიდებელი ლაბორატორიული კვლევებიც ადასტურებენ, რომ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტები არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებსა და ანტიოქსიგენებს. კომპანია ზრდასთან ერთად, ეძებს ახალ მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს, რომლებიც შემოუერთდება ჩვენს მეგობრულ, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

"ბაბუს პური" - ვაცხობთ 1975 წლიდან. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენთან ერთად!

კომპანია ეძებს პურის მცხობელს ხანგრძლივი თანამშრომლებისთვის.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს, სამუშაო გრაფიკი ცვლებში, ყოველ მე-3 დღეს (24 საათიანი ცვლა);
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას ზრდის პერსპექტივით;
** ძლიერი კორპორატიული კულტურის მატარებელ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას, დამატებით ბენეფიტებს;

იმისთვის, რომ დასაქმდე ჩვენთან:

** აუცილებელია საწარმოში პურის ცხობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები:
** საწარმოში მუშაობა დადგენილი წესებისა და სტანდარტების მიხედვით;
** გამფუებელი კაბინიდან სტელაჟების გამოღება, საცხობი ლანგრების ღუმელში მოთავსება;
** ღუმელიდან პურების გამოღება და საწარმოო ხაზზე განთავსება;
** ტემპერატურული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამუშაო ადგილის უსაფრთხოების დაცვა, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მთავარი ტექნოლოგის ინფორმირება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ;

სამუშაო ლოკაცია: დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის 32 (ცენტრალური საწარმო);

თუ თვლით, რომ სამუშაოს არსებითი სპეციფიკა და შინაარსი შეესაბამება თქვენს გამოცდილებასა და მოტივაციას, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - hr@bsbg.com.ge (სათაურის ველში ე.წ. subject title მიუთითეთ პოზიციის დასახელება "პურის მცხობელი") ან დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 10:00 საათიდან 19:00 საათამდე - 032 2 12 12 27

ჩვენს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს FB გვერდს - https://www.facebook.com/BABUSPURI1975/
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბაბუს პურის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 18 თვის ვადით.

"ბაბუს პური" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |