www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Kaya
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

კომპანია "კაია" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

"კაია" გახლავთ მრავალპროფილური ფურცლოვანი თუნუქის საწარმო, რომელიც თანამედროვე კომპიუტერული ციფრული მართვის (CNC) ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოო მანქანა-დანადგარების გამოყენებით, აწარმოებს სხვადასხვა ტიპის, ფორმისა და სირთულის პროდუქციას.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის წლიური მარკეტინგული გეგმის შედგენასა და განხორციელებაში დახმარება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის განსაზღვრასა და მის მართვაში აქტიური მონაწილეობა;
** სხვადასხვა სეგმენტ ჯგუფებისთვის მიზნობრივი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და მათი განხორციელება;
** სხვა, კომპანიისათვის საჭირო ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვა/ორგანიზება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** შესაძლებელია, კადრი იყოს ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც.
** ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: t.nozadze@kaya.ge

"კაია" ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |