www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: მეტალონი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 29 სექტემბერი

"მეტალონი" არის მზარდი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ქართული კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს 2016 წლიდან. კომპანია 100% ქართული კაპიტალით არის დაარსებული და ბაზარზე ქარხნული სტილით შექმნილი ლითონის კარების წარმოების პიონერია. "მეტალონის" საწარმო აღჭურვილია ლითონის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს, კერძოდ, შესთავაზონ მომხმარებელს გამორჩეული ხარისხის ლითონის კარები და მათი რეალიზაციის თანმდევი სერვისები. "მეტალონის" მიერ წარმოებულ კარებს არ ყავს ადგილობრივი ანალოგი და იმპორტირებული საქონლის ღირსეული კონკურენტია, როგორც ხარისხით ასევე ფასით. კომპანიამ ოპერირების მოკლე ვადაში შეძლო ბაზარზე საკუთარი თავის დამკვიდრება და დღესდღეობით "მეტალონის" ხარისხს ენდობა ათეულობით კორპორატიული კლიენტი და ასობით კერძო მომხმარებელი.

კომპანია "მეტალონი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის თანამდებობაზე,

სამუშაო აღწერილობა:

** საწარმოო პროცესის კონტროლი ყველა მონაკვეთზე,
** საწარმოო პროცესში უშუალო მონაწილეობის მიღება,
** ხელოსნებს შორის სამუშაოს ეფექტური გადანაწილება,
** საწარმოში შესრულებული სამუშაოს აღწერა სპეციალური ცხრილების მეშვეობით.
** წარმოებაში დასაქმებული ხელოსნების გუნდის მართვის უნარი,
** საჭირო ნედლეულის სელექცია და ხარისხობრივი კონტროლი,
** მიღებული შეკვეთების წარმოება, მოცემული ვადის და მოდიფიკაციის მიხედვით,
** მიღებული შეკვეთებისთვის ოპტიმალური ნედლეულის შერჩევა და წარმოებაში ჩაშვება,
** საწარმოო დანადგარებთან მუშაობა,
** ტექნოლოგიური პროცესების რევიზია,
** ტექნოლოგიური პროცესების დაცვის კონტროლი და უშუალოდ მართვა,
** მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი,
** საწარმოში შემოსული ტვირთის დაცლა-დატვირთვების უზრუნველყოფის კონტროლი,
** ინვენტარიზაციის ჩატარების დაგეგმარება და პროცესის კონტროლი,
** კონსტრუქციული ნახაზების კითხვის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** შრომისუნარიანობა, ორგანიზებულობა, შედეგზე ორიენტირებულობა აუცილებელი თვისებებია,
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება,
** საწარმოო დანადგარების ექსპლუატაციის გამოცდილება,
** საოფისე პროგრამების ცოდნა, (Excel, Word, Mail Client).

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე და გუნდურ სამუშაო გარემოს,
** კარიერულ ზრდას,
** დინამიურ სამუშაოს,
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს,
** კვებას.

სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი, 9-დან 18 საათამდე.
მისამართი: ჩანტლაძის ქუჩა #8, ორხევი, თბილისი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@gardis.ge 29 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |