www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების მენეჯერი

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების განხორციელება და მიღება მომხმარებლებისგან.
** სატელეფონო ზარების აღრიცხვა სისტემურად.
** პოტენციური კლიენტების მოძიება.
** პრეზენტაციების ჩატარება.
** სარეკლამო მასალების გაგზავნა/დარიგება
** მარკეტინგული აქტივობების განხორციელება
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება
** გაყიდვების სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება
** პრომო აქციების ორგანიზება
** სხვადასხვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი 21-დან 35 წლამდე
** ინგლისური ან რუსული ენის კარგად ცოდნა;
** შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (სავალდებულოა)
** მართვის მოწმობა (სასურველია)
** ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა
** მოლაპარაკების ეფექტურად მართვის უნარი
** პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა, კონსტრუქციულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

სამუშაო საათები : ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00 საათი). შაბათი: 11:00-16:00სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი 10% + ფიქსირებული ხელფასის ზრდა 10%-ით ყოველი მოყვანილი 10 კლიენტის შემდეგ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: zarnadzeg@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |