www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას: ადვოკატი

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** სასამართლო წარმომადგენლობა
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
** ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმისწარმოება
** ფიზიკური პირების ადვოკატირება სასამართლოში
** სხვადასხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ასაკი 25-დან 35 წლამდე.
** უმაღლესი იურიდიული განათლება. (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით).
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (იგულისხმება იურისტად მუშაობა და არა სტაჟიორად)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის, არასრულწლოვანთა საქმეთა სპეციალობით. (სავალდებულოა)
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა)
** მართვის მოწმობა (სასურველია)

საჭირო პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის გამოცდილება.
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: zarnadzeg@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |