www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ქართული პროგრამული სისტემები
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

შპს "ქართული პროგრამული სისტემები" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "ქართული პროგრამული სისტემები" (https://www.gss.ge) 1996 წლიდან კომპიუტერული პროგრამების სახით მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა საქმიანობისთვის განკუთვნილ ბიზნეს გადაწყვეტილებებს. ჩვენ მუდმივად ვქმნით და ვავითარებთ მაღალი ხარისხის, მარტივად გამოყენებად და მაქსიმალურად ხელმისაწვდომ პროგრამულ პროდუქტებს; მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ფინანსურ, იურიდიულ თუ ნებისმიერი საქმიანობის ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან.

ბაზარზე ჩვენს მიერ შექმნილი ძირითადი ინტერნეტ პლატფორმებია: https://superfin.gss.ge; https://retail.gss.ge; http://gsscode.ge, https://my.gss.ge. ასევე ფინანსურ/ეკონომიკურ სფეროში დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენი პროგრამული პროდუქტი SuperFin.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში (სასურველია იყოს კავკასიის ბიზნესის სკოლის ან ESM-ის კურსდამთავრებული)
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** Google Drive-თან მუშაობის გამოცდილება და კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office (Word, Excel) - მაღალ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს სფეროში;
** ათვისების კარგი უნარი და სურვილი მეტის სწავლის;
** სწრაფი და ზეწოლის ქვეშ მუშაობის უნარი;
** ასაკი: 33 წლამდე.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: t.matiashvili@gss.ge

კანდიდატების შერჩევის ბოლო ვადა: 2020 წლის 25 სექტემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |