www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ნაშთების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: აგროსფერო
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

კომპანია "ნობლექსი" 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას ამ მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, რომელიც თბილისში, ქვ. ქართლსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით "აგროსფერო", ასევე, არის ხორბლის თესლის სერტიფიცირებული მწარმოებელი კომპანია.

ჩვენი ღირებულებაა:

** პროდუქციის ხარისხი: წარმოვადგენთ მსოფლიოს ლიდერ 20-ზე მეტ კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით: მცენარეთა დაცვის საშუალებები - Bayer AG, მინერალური სასუქები - Yara, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა - Claas, სათესლე მასალა - Rijk Zwaan, Nunhems, ფილტრაციის სისტემები Pall, მუხის კასრები და დამხმარე მასალები - Seguin Moreau და სხვა.
** მაღალი სტანდარტის მომსახურება და სანდოობა: "აგროსფერო"-ს მაღაზიათა ქსელში შეძენილ პროდუქციას, თან ერთვის მაღალკვალიფიციური კონსულტაცია, რომელიც მიმართულია საუკეთესო შედეგისკენ. ჩვენი მიზანი მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურებით მიღებული შედეგი და მათთან პარტნიორული ურთიერთობაა
** განვითარება და წინსვლა: "ნობლექსი" დაარსების დღიდან მუდმივად ვითარდება და განაგრძობს წინსვლას. მუდმივად ვითარდებიან თანამშრომლები და დღეს შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ კომპანია ასოცირდება თანამშრომლისთვის, საუკეთესო დამსაქმებელთან და მომხმარებლებისთვის, პროფესიონალიზმთან და მაღალი ხარისხის პროდუქციასთან.

კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

ვებ. გვერდზე: http://www.agrosphere.ge/about
ჩვენი ონლაინ მაღაზია: https://agrosphere.ge
Facebook: https://www.facebook.com/Agrosphere.ge/
Youtube: https://www.youtube.com/channel/UC_gnxgvIsEfSC-DHnDB7RnQ

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ნაშთების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობას.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის ნაშთებისა და ვადების კონტროლი
** ნაშთებისა და ვადების ჩამოცდენის თარიღების შესახებ, სათანადო პირების წინასწარი ინფორმირება
** რეზერვების კონტროლი და ანალიტიკა (რამდენად ემთხვევა დარეზერვებული და ფაქტიურად წაღებული პროდუქცია ერთმანეთს)
** წინასწარ შეთანხმებული რეზერვების პროგრამაში შეყვანა რეგიონების მიხედვით
** ყოველკვირეული რეპორტის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1C ERP სასაწყობე პროგრამის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა - Excel, Word
** სასურველია: გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** სასურველია: ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები: დეტალებზე ორიენტირებული ყურადღება, ანალიტიკური აზროვნება, თვითდისციპლინირებული.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 155, "აგროსფეროს" სათავო ოფისი.

რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: hr@noblex.ge 2020 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით.

გაითვალისწინეთ: აუცილებელია რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |