www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაწილეთა შერჩევა პროექტისთვის
მომწოდებელი: პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

ორგანიზაცია "პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის" აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროექტისთვის "სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება საჯარო და ეკონომიკური მონაწილეობით".

პროექტის მიზანია ქალთა მონაწილეობის გაზრდა და მათი აქტიურობის ხელშეწყობა მიმდინარე სამოქალაქო და ეკონომიკურ პროცესებში. პროექტი მოიცავს ონლაინ ტრენინგების კურსს, დისკუსიას და ასევე შემდგომ აქტიურ ინდივიდუალურ მუშაობას, რომელიც დაეხმარებათ ქალებს კარიერულ წინსვლაში.

ტრენინგების ციკლი აერთიანებს ორ მოდულს:

1. სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები, ლიდერობა და სამოქმედო გეგმის შემუშავება
2. მეწარმეობის უნარების განვითარება, მარკეტინგული გეგმისა და ბრენდბუქის მომზადება.

პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: დუშეთი, ხარაგაული, სენაკი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები.

განაცხადის ფორმა იხილეთ: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeXVI48GMJMOZlZyBPDOVRSGwvMcOMnUwOa-codGb1axrJ_JQ/viewform



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |