www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: პარტნიორი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "პარტნიორი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება;
** მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება;
** გამზადებული შეკვეთების დისტრიბუციისთვის მითვლა შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით;
** საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკური მუშაობის შესაძლებლობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გადადით მითითებულ ბმულზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: http://213.131.50.62:84/vacancy/0x81250050568a71e611ead640d77c5904

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 სექტემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |