www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საინფორმაციოს თანამშრომელი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციოს თანამშრომლის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. #12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** რუსული და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** კლინიკაში შემოსულ პაციენტებთან/პაციენტების ახლობლებთან კომუნიკაცია;
** ანალიზის პასუხების გაცემა, ელფოსტაზე გაგზავნა;
** საბუთების/სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** სატელეფონო ზარების განხორციელება.

პიროვნული თვისებები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** გულისხმიერება
** თავაზიანობა
** აკურატულობა, ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირება
** კონფლიქტურ მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) ელ. მისამართზე: vacancy@newhospitals.ge 2020 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |