www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Cisco CCNA სასწავლო კურსი
მომწოდებელი: Next IT Academy
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"ნექსთ აიტი აკადემია" აცხადებს მიღებას CCNA-ს განახლებულ (v7) კურსზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი

** კურსის ხანგრძლივობა: 6-7 თვე
** სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
** ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (19:30-დან 21:30-მდე)
** კურსი შედგება სამი მოდულისაგან: CCNAv7: Introduction to Networks, CCNAv7: Switching, Routing, and Wireless Essentials, CCNAv7: Enterprise Networking, Security, and Automation
** სწავლის ღირებულება: 1500 ლარი (მოდული - 500 ლარი); შესაძლებელია თანხის ეტაპობრივი გადახდა
** წარმატებულ მსმენელებს ცისკოსგან გადაეცემათ ფასდაკლების ვაუჩერი Cisco Certified Network Associate (CCNA 200-301) ინდუსტრიული სერტიფიკატის ასაღებად, რომლითაც დაიფარება გამოცდის ღირებულების დაახლოებით 60%, ხოლო დარჩენილ ნაწილს (40%) დაფარავს ნექსთ აიტი აკადემია.
** სწავლა დაიწყება 14 სექტემბერს (19:30-ზე)

მისამართი: თორნიკე ერისთავის №8/გიორგი ჭყონდიდელის №113 (დიდუბისა და გოცირიძის მეტროდან 5 წუთის სავალზე)

ტელ: 551 40 12 34, 558 19 04 07
ელფოსტა: nextitacademy@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com/Next.IT.Academy/
Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=100015009244099

გაიცემა სამი სერტიფიკატი:

** Cisco CCNAv7 - Introduction to Networks
** Cisco CCNAv7 - Switching, Routing, and Wireless Essentials
** Cisco CCNAv7 - Enterprise Networking, Security, and Automation

ზოგადი ინფორმაცია:

** კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ დავალებებს, რაც მათ გაუადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
** მსმენელები ქსელის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Cisco-ს მარშრუტიზატორებთან (Router), კომუტატორებთან (Switch) უკაბელო ქსელის მოწყობილობებთან;
** მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით;
** დავალებები და პრაქტიკული სამუშაოები აგებულია მცირე და საშუალო ზომის ქსელებში გამოყენებულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებით;
** ყოველი მოდულის დასრულებისას ჩატარდება 6-7 საათიანი პრაქტიკა: მოხდება ტოპოლოგიების აწყობა, Cisco-ს მარშრუტიზატორების/ კომუტატორების ინსტალაცია კონფიგურაცია, უსაფრთხოებების ჩართვა და ა.შ;
** კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
** კურსს გაუძღვება Cisco-ს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი

სასწავლო კურსის პროგრამა:

CCNAv7: Introduction to Networks

** ქსელის მიმოხილვა
** ​კომუტატორისა და საბოლოო მოწყობილობების ბაზისური კონფიგურაცია
** პროტოკოლები; OSI და TCP/IP მოდელი
** ფიზიკური შრე
** სამონტაჟე ინსტრუმენტები (Crimping Tool, Punch Down Tool, Lan Cable Tester) და მათი გამოყენება
** ქსელის გაყვანა, კაბელზე ჯეკის დასმა, Outlet-ის მონტაჟი, კაბელის ტესტირება;
** პატჩპანელის მონტაჟი და კაბელების დასმა
** თვლის სისტემები (ორობითი, ათობითი, თექვსმეტობითი)
** მონაცემთა არხის შრე; ეზერნეტ კომუტაცია
** ქსელის შრე
** მისამართების (MAC და IP) განსაზღვრა
** ​მარშრუტიზატორის ბაზისური კონფიგურაცია
** IPv4/IPv6დამისამართება; ICMP პროტოკოლი
** ტრანსპორტის შრე
** აპლიკაციათა შრე
** ქსელური უსაფრთხოების საფუძვლები
** მცირე ქსელის აწყობა

CCNAv7: Switching, Routing, and Wireless Essentials

** მოწყობილობათა ბაზისური კონფიგურაცია
** კომუტაციის ცნება
** ვირტუალური ლოკალური ქსელები (VLAN)
​** მარშრუტიზაცია VLAN-ებს შორის
** STP-ს კონცეფცია
** EtherChannel
** DHCPv4
** SLAAC და DHCPv6
** პირველი ქსელური მონაკვეთის რეზერვირების პროტოკოლი (FHRP)
** ლოკალური ქსელის უსაფრთხოება
** კომუტატორის უსაფრთხოების კონფიგურაცია
** უკაბელო ლოკალური ქსელები (WLAN)
** უკაბელო ლოკალური ქსელების კონფიგურაცია
** ​მარშრუტიზაცია
** IP სტატიკური მარშრუტიზაცია
** სტატიკური და სტანდარტული (Default) მარშრუტების პრობლემების მოგვარება

CCNAv7: Enterprise Networking, Security, and Automation

** Single-Area OSPFv2
** Single-Area OSPFv2-ის კონფიგურაცია
** Single-Area OSPFv3
** Multi-Area OSPF
** ​OSPF-ის გამართვა და პრობლემების მოგვარება
** EIGRP; EIGRP-ს გამართვა და პრობლემების მოგვარება
** ქსელური უსაფრთხოების მომართვა
** წვდომის კონტროლის სიები (ACLs)
** წვდომის კონტროლის სიები (ACLs) IPv4/IPv6 კონფიგურაციებისთვის
** ქსელური მისამართების თარგმნა (NAT) IPv4 ქსელებისთვის
** გლობალური (WAN) ქსელები
** ვირტუალური კერძო ქსელები (VPN) და IPsec პროტოკოლი
** მომსახურების ხარისხის (QoS) კონცეფციები
** ქსელის მართვა
** ქსელის დაპროექტება
** ქსელური პრობლემების მოგვარება
** ქსელის ვირტუალიზაცია
** ქსელის ავტომატიზაცია



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |