www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: გეოაგრო
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს "გეოაგრო" (საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი) აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სექტორი: სოფლის მეურნეობა
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** საბუღალტრო გატარებების წარმოება და კორექტირება;
** საბუღალტრო და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა (დაგეგმვა, განხორციელება და პროცესის მონიტორინგი);
** შიდა კონტროლის სისტემის მუშაობის პროცესში მონაწილეობა და მისი სრულყოფის/გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტორებისთვის ინფორმაციის დამუშავება და მიწოდება;
** მომწოდებლებთან და მყიდველებთან ბუღალტრული შედარებების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
** ISO სტანდარტის ფუნქციონირებისა და სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
** პასუხისმგებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე;
** პასუხისმგებელი იყოს დეპარტამენტის დოკუმენტაციის დაარქივებაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
** 3+ წლიანი მუშაობის გამოცდილება წარმოების სფეროში (სასურველია სოფლის მეურნეობის სფეროში);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მმართველობითი აღრიცხვის და ანგარიშგების სრულყოფილი ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა. საბუღალტრო პროგრამების (მათ შორის ORIS-ის) პრაქტიკული ცოდნა;
** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზების, დაგეგმარებისა და მონიტორინგის უნარი.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@gagro.ge არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბრისა.

გთხოვთ, მეილის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |