www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ზოოლოგ-ენტომოლოგი
მომწოდებელი: სანიტარული კომპანია ქილერსი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

კომპანია "ქილერსი" სთავაზობს დასუფთავებისა და მავნებლების კონტროლის სერვისს, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. ბაზარზე გამოჩნდა 2014 წლიდან და დღეისათვის ემსახურება წამყვან კომპანიებს საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: http://www.facebook.com/problemkillers

ვაცხადებთ ვაკანსიას ზოოლოგ-ენტომოლოგის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სისტემატიურად მოიძიოს ინფორმაცია სხვადასხვა პარაზიტებისა და მავნებლების შესახებ
** თვალი ადევნოს მავნებლების კონტროლის თანამედროვე ტენდენციებს და მენეჯმენტთან ერთად მოახდინოს მუშაობის სხვადასხვა ტექნიკის დანერგვა
** პერიოდულად მოახდინოს შიდა კადრების გადამზადება
** მენეჯმენტთან ერთად ჩაატაროს შიდა ტესტირებები
** ყოველკვირეული რეპორტინგის წარმოება

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ენტომოლოგიის მიმართულებით (შესაძლოა იყოს სტუდენტიც)
** ინგლისური ენის გამართულად ცოდნა

სამუშაო გრაფიკი - დისტანციური

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: info@killers.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ენტომოლოგი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |