www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქტ-მენეჯერი - სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა
მომწოდებელი: აგროსფერო
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

კომპანია "ნობლექსი" 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას ამ მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, რომელიც თბილისში, ქვ. ქართლსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით "აგროსფერო", ასევე, არის ხორბლის თესლის სერტიფიცირებული მწარმოებელი კომპანია.

ჩვენი ღირებულებაა:

** პროდუქციის ხარისხი: წარმოვადგენთ მსოფლიოს ლიდერ 20-ზე მეტ კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით: მცენარეთა დაცვის საშუალებები - Bayer AG, მინერალური სასუქები - Yara, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა - Claas, სათესლე მასალა - Rijk Zwaan, Nunhems, ფილტრაციის სისტემები Pall, მუხის კასრები და დამხმარე მასალები - Seguin Moreau და სხვა.
** მაღალი სტანდარტის მომსახურება და სანდოობა: "აგროსფერო"-ს მაღაზიათა ქსელში შეძენილ პროდუქციას, თან ერთვის მაღალკვალიფიციური კონსულტაცია, რომელიც მიმართულია საუკეთესო შედეგისკენ. ჩვენი მიზანი მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურებით მიღებული შედეგი და მათთან პარტნიორული ურთიერთობაა
** განვითარება და წინსვლა: "ნობლექსი" დაარსების დღიდან მუდმივად ვითარდება და განაგრძობს წინსვლას. მუდმივად ვითარდებიან თანამშრომლები და დღეს შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ კომპანია ასოცირდება თანამშრომლისთვის, საუკეთესო დამსაქმებელთან და მომხმარებლებისთვის, პროფესიონალიზმთან და მაღალი ხარისხის პროდუქციასთან.

კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

ვებ. გვერდზე: http://www.agrosphere.ge/about
ჩვენი ონლაინ მაღაზია: https://agrosphere.ge
Facebook: https://www.facebook.com/Agrosphere.ge/
Youtube: https://www.youtube.com/channel/UC_gnxgvIsEfSC-DHnDB7RnQ

ჩვენი კომპანია გთავაზობთ პროდუქტ-მენეჯერის პოზიციაზე მუშაობას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სასოფლო სამეურნეო ტექნიკის პორტფელის ეფექტური მართვა
** მოლაპარაკებების წარმოება არსებულ თუ პოტენციურ მომწოდებლებთან და პარტნიორული ურთიერთობის განვითარება
** ადგილობრივი ბაზრის ანალიზი და მოთხოვნების შესწავლა
** სწორი ფასწარმოქმნა და გაყიდვების სტიმულირება
** ახალი პროდუქტის დანერგვა-განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია:

** სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა.

სასურველია:

** განათლება: მექანიკის ინჟინერიის; სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ან სხვა, მსგავი მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში, კომერციული საქმიანობისადმი ინტერესი: ბაზრის კვლევა, მოლაპარაკება, ანალიზი, შესყიდვა, გაყიდვების მხარდაჭერა და ა.შ.)
** Excel-ის კარგი ცოდნა.

ჩვენი პარტნიორი კომპანიის და მისი ტექნიკის შესახებ ინფორმაცია (იმ კომპანიის, რომელთანაც პროდუქტ-მენეჯერს მოუწევს კომუნიკაცია):

https://www.youtube.com/watch?v=0CmHU3pcZ3k
https://www.youtube.com/watch?v=j9p1HRIhiI0
https://www.youtube.com/watch?v=ND-hFhRtdWc

რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: hr@noblex.ge 2020 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით.

გაითვალისწინეთ: აუცილებელია რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |