www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ისთ ფოინთის და დიდი დიღმის ფილიალებში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოლარედ მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ​დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:

** ისთ ფოინთის ფილიალში: 3 დღიანი ცვლა - 10:00-22:00; ანაზღაურება: 500 ლარი
** დიდი დიღმის ფილიალში: 5 სამუშაო დღე კვირაში; 10:00-19:00; ანაზღაურება: 400 ლარი
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |