www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ბარი ამბავი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

ბარი "ამბავი" საქართველოს ბაზარზე პირველად 2017 წელს გამოჩნდა. მარაგების, შემოსავლებისა და ხარჯების საკონტროლო ახალ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით ვაცხადებთ შემდეგ ვაკანსიას:

ვაკანსიის დასახელება: მოლარე-ოპერატორი (არასტანდარტული :)
სამუშაო ადგილი: ძველი თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, თავისუფლების მოედანთან.
სამუშაო გრაფიკი: 19:00-03:00 (დღე გამოშვებით, თვეში საშუალოდ 15 დღე)
ანაზღაურება: დღიური 30 ლარი.

მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი);
** სასაქონლო მარაგების აღრიცხვის პროგრამა POSTER-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ასაკი: შეუზღუდავი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების წარმოება (ნაღდი და უნაღდო);
** პროდუქციის აღწერა და სასაქონლო მარაგების პროგრამაში შეყვანა;
** სასაქონლო მარაგების კონტროლი გუნდის სხვა წევრებთან ერთად;
** ყოველდღიური ანგარიშგების ფორმის შევსება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კეთილსინდისიერება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ თვლით, რომ, ჩვენს მიერ შემოთავაზებული პირობები თქვენთვის მისაღებია და აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hrambavi@gmail.com და "subject"-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. თუ ორი სიტყვით მოტივაციასაც მოგვწერთ, მეტი შანსია :)

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |