www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: IQ კლინიკა
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

"IQ კლინიკა"აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების რეგისტრაცია კლინიკის პროგრამაში;
** ფინანსური ანგარიშგების წარმოება სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით;
** კლინიკის ექიმებთან წინასწარი ჩაწერის უზრუნველყოფა;
** კლინიკაში შემოსული ზარების მიღება, ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის პიროვნებაზე გადამისამართება;
** კლინიკის პაციენტების საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფა და ასევე, ელ. მისამართზე გადაგზავნა;
** კლინიკის ელექტრონულ მისამართზე შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო);
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი რეგისტრატორის პოზიციაზე;
** რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მოსმენის და ინფორმაციის სწორად გადმოცემის უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის გამოცდილება;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

"IQ კლინიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და ფოტო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@iqclinic.ge

ასევე, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |