www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების განვითარების პროექტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ადელანტე
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების განვითარების პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ერთ-ერთი საინტერესო დეველოპერული პროექტისთვის. აღნიშნული პროექტი გულისხმობს თბილისში ათეულობით ჰექტარის მოცულობის უძრავი ქონების დეველოპმენტს.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
** ბიუჯეტირება და პროექტისთვის საჭირო ფულადი სახსრების მოზიდვა;
** მომსახურების გამწევი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების შერჩევა-დაკონტრაქტება და მათი შემდგომი მუშაობის მონიტორინგი;
** მესაკუთრე ფიზიკურ პირებთან ურთიერთობა და სამეთვალყურეო საბჭოსთვის რეგულარული მოხსენებების მომზადება;
** კომპანიის გუნდის დაკომპლექტება და მათი ყოველდღიური მართვა წინასწარ დასახული მიზნების მისაღწევად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს);
** პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (მათ შორის აუცილებელია უძრავი ქონების სპეციფიკის ცოდნა და დეველოპერული პროექტის მართვის გამოცდილება);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** გუნდის მართვის/მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებული, მკაცრი დედლაინის პირობებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** მიზანდასახული, ლიდერული უნარ-ჩვევები;
** ეფექტური კომუნიკაციის/მოლაპარაკების უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურების დიაპაზონი: 8 000-12 000 ლარი (საბოლოო შეთავაზება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე);
** ბენეფიტი: ბონუსი შესრულებული სამუშაოს შეფასების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი "ადელანტეს" საიტზე: http://career.adelante.ge/Job/130 2020 წლის 2 ოქტომბრამდე.

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები შემოსვლისთანავე განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |