www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი
მომწოდებელი: სოფთმასტერ სერვისი
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

კომპანია "სოფთმასტერ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სისტემების ინჟინერის თანამდებობაზე.

სამსახურებრივი მოვალეობები:

** ვიდეოსათვალთვალო; დაცვით-საგანგაშო; შეზღუდული დაშვების (სხვადასხვა ტიპის ტურნიკეტები, შლაგბაუმები, ავტომატური კარებები, გასაგორებელი ჭიშკრები და ა.შ.) და სუსტ დენებზე დაფუძნებული სხვა სისტემების გარჩევა, შესწავლა, მონტაჟი/ინსტალაცია/ინტეგრაცია და ექსპლუატაციაში გაშვება;
** აღნიშნული სისტემების შემდგომი მომსახურება (როგორც თბილისში, აგრეთვე რეგიონებში) ტესტირება, დიაგნოსტიკა, დაზიანებული დეტალების/მოწყობილობების გამოვლენა და რემონტი ან/და ახალი დეტალით შეცვლა;
** კლიენტთან კომუნიკაცია;
** უშუალო ხელმძღვანელთან დეტალური ანგარიშგება შესრულებულ სამუშაოებზე;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** სუსტ დენებზე დაფუძნებული სისტემების ინსტალაციის და ტექნიკური მომსახურების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ტექნიკური ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** მართვის მოწმობა; (სასურველია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი)

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;

თანამდებობრივი (ხელზე ასაღები) ანაზღაურება: 800-1000 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის ცოდნასა და გამოცდილებაზე)
ანაზღაურება გამოსაცდელ ვადაში: 400 ლარი;
გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: service@softmaster.ge და მიუთითეთ აღნიშნული პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |