www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: GREhome.ge
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

კომპანია "GRE Home" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ვაკე, ჭავჭავაძის 19

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა საჭიროებების სწორად განსაზღვრა მათთან მუდმივი კონტაქტის ქონა
** კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება
** შეხვედრების დაგეგმვა და სწორად წარმართვა
** საკუთარი პორტფელის მუდმივი განახლება და ზედმიწევნით შესწავლა
** კომპანიაში დადგენილი ეთიკის ნორმების დაცვა
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება
** დაწესებული გეგმის შესრულება

მოთხოვნები

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების და/ან გაყიდვების სფეროში
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** რუსულის და ინგლისურის სასაუბრო დონეზე ცოდნა

თუ თვლით რომ შეგიძლიათ სტრესულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნა, ხართ მიზანდასახული, საქმეზე ორიენტირებული და დისციპლინირებული, გაქვთ უნარები აწარმოოთ მოლაპარაკებები და არ გეშინიათ სირთულეების, მაშინ თქვენ გელოდებათ საუკეთესო შესაძლებლობა გამოიმუშავოთ თანხა ფიქსირებულს + ბონუსი გაყიდვებიდან.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ფიქსირებულ ხელფასს 500 ლარის ოდენობით + ბონუსი გაყიდვებიდან
** განვითარების შესაძლებლობას

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00; შაბათი 11:00-18:00

გამოგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: info@grehome.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |