www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენლის/B2B გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: 1M
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

სამედიცინო კომპანია "1M" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის/B2B გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში .

"1M" ახორციელებს სამედიცინო სახარჯი მასალის, აპარატურის, აღჭურვილობის და პაციენტის მოვლის საშუალებების იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში.

სამუშაოს აღწერილობა/მოვალეობები

** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში პოტენციურ კლიენტებთან
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის აუცილებელი ყველა აქტივობის ეფექტურად განხორციელება
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასურველია
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

თვისებები და უნარები:

** კარგი პიროვნული და კომუნიკაციური თვისებები
** კარგი მეტყველება/გადმოცემის უნარი
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანდასახული, პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული
** გარემოში სწრაფი ადაპტაციისა და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა
** შესწავლისა და კომპანიაში დინამიკურად ზრდის პოტენციალი

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 700-1500 ლარი დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: hr@1medical.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |