www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვებ გვერდისა და აპლიკაციის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

"ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის "Valio", "Frico", "Elpozo", "Arla", Bayernland და სხვა. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 23 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

დამატებით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.europroduct.ge

პოზიცია: ვებ გვერდისა და აპლიკაციის ადმინისტრატორი.
სამუშაო განაკვეთი: სრული;
სამუშაო ლოკაცია: სათაო ოფისი, ავჭალა.

სამუშაოს აღწერა:

** ვებ გვერდის და აპლიკაციის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა კონტენტის, ვიზუალური მხარის, შინაარსის და ფუნქციონალურობის გათვალისწინებით.
** ვებ გვერდის და აპლიკაციის ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი, სერვერის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში პრობლემის მოგვარება.
** მიწოდებული ტექნიკური ამოცანების შეფასება და განხორციელება.
განხორციელებული პროგრამული ცვლილებების ტესტირების მხარდაჭერა.
** დიზაინზე ზრუნვა, ახალი სექციების დამატება.
** ვებგვერდის/აპლიკაციის შინაარსის განახლება, განლაგების შექმნა.
** ხარისხის უზრუნველყოფა.
** ონლაინ შეკვეთების ორგანიზება.
** შეკვეთების მომხმარებლამდე მიტანის გაკონტროლება.

განათლება და გამოცდილება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

ძირითადი მოთხოვნები

** ვებგვერდზე არსებული ხარვეზების აღმოჩენა და გასწორება (კომპეტენციის ფარგლებში);
** ვებგვერდის ოპტიმიზაცია;
** ვებგვერდის ტესტირება;
** ვებგვერდის განვითარებაზე ზრუნვა.
** CMS-თან მუშაობის გამოცდილება;
** ვებგვერდის ადმინისტრირების და კონტენტის მართვის გამოცდილება;
** ვებ გვერდის და კონტენტის რეგულარული ბექაფირება

უნარ-ჩვევები:

** ვებგვერდების საძიებო სისტემასთან ადაპტაცია.
** ანალიტიკური აზროვნება.
** ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ამოცანის შესასრულებლად სავარაუდო ვადის დადგენა და დაცვა.
** რამდენიმე ამოცანის ერთდორულად შესრულების უნარი.
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პრობლემების გადაჭრის უნარი.

თუ თვლით, რომ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული პირობები თქვენთვის მისაღებია და აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: hr@europroduct.ge, "subject"-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |