www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: აგრო მარკეტი ქორფა
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

შპს "ქორფა" - აგრო მარკეტი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის (გამყიდველი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით
ანაზღაურება: 500 ლარი

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა,
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება(სასურველია)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაუწიოს მომხმარებელს კონსულტაცია პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
** მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს პროდუქტის პრეზენტაცია;
** მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
** გაუწიოს მომხმარებელს ეფექტური და თავაზიანი მომსახურება
** იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად.
** ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
** მაღაზიის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი;
** მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსება;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე: qorpa@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |