www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, თვალჭრელიძის 2 (ჰიპერმარკეტი "დომინო")
სამუშაო გრაფიკი: სრული (5 დღიანი)
ანაზღაურება: 700-დან 1200 ლარამდე (ფიქსირებული 400 ლარი + ბონუსი)

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და უპირატესობების წარმოჩენა;
** სტენდის ვიზუალური მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული ენა) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |