www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დავალიანების დამუშავების სპეციალისტი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას დავალიანების დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** დებიტორული დავალიანებების კონტროლი - პრობლემური კლიენტზე ინფორმაციის მომზადება და ანგარიშის მიწოდება უშუალო ხელმძღავნელისათვის;
** დავალიანების მქონე კლიენტებთან ყოველდღიური ვიზიტი (ობიექტებიდან მომსახურების თანხის დროული ამოღება);
** დავალიანების დაფარვის მიზნით პრობლემურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება;
** დავალიანების მქონე კლიენტების პორტფელის ანალიზი/დამუშავება;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
** განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსები/ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სავალდებულოა პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დამატებითი მოთხოვნები:

სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი მსუბუქი, ეკონომიური ავტომობილი.

დამატებითი ინფორმაცია:

კომპანია უზრუნველყოფს: კორპორატიული ნომრით და საწვავით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 სთ, შაბათს 10:00-14:00 სთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |