www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: სან სთორზი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

შპს "სან სთორზი" - საქართველოში "გალფ ოილ ინტერნეშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანიის შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია"-ს შვილობილი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას კომპანიის ავტოგასამართ სადგურებთან არსებული მაღაზიების (მარკეტების) ქსელში მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
სამუშაო ადგილი: სოფელი კოდა

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
** მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება;
** მაღაზიის სალაროს ოპერაციების შესრულება;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** პროდუქციის დახლებზე გადანაწილება და მოწესრიგება;
** ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** გაწონასწორებული, თავაზიანი;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მქონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია. https://gulf.ge/ge/hr

შპს "სან სთორზის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

** ეთანხმებით, რომ შპს "სან სთორზი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს "სან სთორზის" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;
** ანიჭებთ შპს "სან სთორზს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია (მათ შორის, პერსონალური მონაცემები გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე), შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს "სან სთორზი" თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |