www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: GMT Pharma
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

ფარმაცევტული კომპანია "ჯიემთი ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

მოვალეობები:

** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, ზარების გადამისამართება შესაბამის განყოფილებებში;
** საოფისე საქმის წარმოება და ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** კომპანიის ელ-კორესპონდენციის წარმოება;
** საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა და შესაბამისი გადამისამართება;
** კურიერის მოძრაობის კოორდინაცია;
** დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა;
** ოფისის საჭირო საქონლით მომარაგება, განაწილება და კონტროლი;
** პარტნიორ კომპანიებთან და არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, პირობებზე შეთანხმება და შეკვეთის სრული ციკლის კონტროლი.
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაბელურობა
** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი.
** გრაფიკი: 09:00-18:00, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავიანთი რეზიუმე (CV) და ფოტო შემდეგ მისამართზე: info@gmtpharma.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |