www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის "Valio", "Frico", "Elpozo", "Arla", "Bayernland" და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 23 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

დამატებით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.europroduct.ge

თანამდებობა: ბუღალტერ-ოპერატორი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, გაგრის 2.
სამუშაო განაკვეთი: სრული (სამუშაო დღე იწყება 08:30 საათზე, შაბათი - მოკლე სამუშაო დღე, 15:00-მდე)

მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება
** პირველადი დოკუმენტაციის შექმნა და საგადასახადო პორტალზე ატვირთვა;
** სალაროს ზეტის გატარება სისტემაში;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით
** სასურველია მუშაობის მინიმალური გამოცდილება
** სასურველია ბუღალტრული პროგრამა APEX-ის ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა
** სასურველია ACCA-ს F3, F2.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** აქტიური
** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე

თუ თვლით, რომ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული პირობები თქვენთვის მისაღებია და აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@europroduct.ge, "subject"-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |