www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე, სრულ განაკვეთზე.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** ობიექტზე/მაღაზიაში განათებებისა და ელექტრო გაყვანილობების (ნაწილობრივ) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
** დაზიანებული ნათურების, ავტომატების, როზეტებისა და სხვა ელექტრო სისტემების შეცვლა-შეკეთება.
** შესაცვლელი დაზიანებული დეტალების და საჭირო მასალების მოძიება.
** ელ. ენერგიასთან დაკავშირებული (ნაწილობრივ) სხვა სამუშაოების წარმოება.
** ვიტრინების შუშების შეკვეთა/მონტაჟი, საკეტების გამოცვლა და ავეჯთან დაკავშირებული წვრილმანი საკითხების მოგვარება.
** საწყობიდან მაღაზიის ინვენტარით მომარაგება (საჭიროების შემთხვევაში).
** საჭიროებიდან გამომდინარე წინასწარ დაგეგმილი მივლინება საქართველოს ტერიტორიაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია კარგად ერკვეოდეს ელექტროობაში;
** აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ყოლა და მართვის მოწმობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო ანაზღაურებას;
** საწვავით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |