www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ველსი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

თუ თვლით რომ ხართ მოტივირებული, მიზანდასახული, კომუნიკაბელური, ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული ინდივიდი, მაშინ თქვენი ადგილი სწორად ჩვენს გუნდშია

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შედგენა, მისი ეფექტური დანერგვა და მუდმივი კონტროლი
** განსაზღვრული გაყიდვების გეგმის შესრულება
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმართვა(პირსპირი, სატელეფონო და წერილობითი საშუალებებით)
** მომხმარებლების მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება და კონტროლი
** ზრუნვა არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობების სრულყოფაზე
** კლიენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება
** გაყიდვების შედეგების ანალიზი, არსებულ და მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის(რეპორტინგი)
** არსებული ან/და პოტენციური კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა და დეტალური ინფორმაციის მიწოდება კომპანიის სერვისების შესახებ
** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია და მომსახურების შეფასება
** კომპანიისა და მისი პროდუქტების ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 20-27 წელი
** უმაღლესი განათლება(სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მარკეტინგის, სოციალური მეცნიერებების, ჟურნალისტიკის მიმართულებით)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე(სასურველია: სადაზღვევო, საბანკო და ტურიზმის სექტორების მიმართულებებით)
** გამოცდილება მომსახურების სერვისის ხარისხის ამაღლების კუთხით
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა მაღალ დონეზე

პიროვნული მახასიათებლები:

** გამართული, სასიამოვნო და დამაჯერებელი მეტყველების უნარი
** ეფექტური პრეზენტაციის უნარი
** ორგანიზებული და მოტივირებული
** დროის ეფექტურად განაწილების უნარის მქონე
** როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად ეფექტურად მომუშავე

ბენეფიტები, რომელთაც ჩვენ გთავაზობთ: მაღალი ანაზღაურება + მოქნილი საბონუსე სისტემა, სუპერ კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი, საინტერესო პროექტებზე მუშაობისა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV(ფოტოსურათით) ინგლისურ ენაზე, არაუგვიანეს, 7 ოქტომბრისა, შემდეგ მისამართზე: vacancy@wt.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |