www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომუნიკაციის/ახალი მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: EPRC
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 სექტემბერი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციის/ახალი მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის შესახებ:

სამუშაო საათები: სრული განაკვეთი
ვაკანსიის რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) ვებ-გვერდის (http://www.eprc.ge) და პროექტების ვებ-გვერდების, სოციალური მედია-პლატფორმების (Economic Policy Research Centre, FukuyamaDemocracyFrontlineCentre), ორენოვანი (ქართული და ინგლისური) კონტენტის დაგეგმვა/მომზადება და მართვა სოციალურ ქსელებში (Facebook, Twitter, Instagram);
** ვებ-გვერდებისა და სოციალური ქსელებისთვის ადაპტირებული კონტენტის მომზადება (ინფოგრაფიკა, მოკლე ვიდეორგოლები, სხვ.);
** აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის საქმიანობაში, ორგანიზაციისა და ცალკეული პროექტების საკომუნიკაციო გეგმების მომზადებაში, მედიასთან კომუნიკაციის პროცესში.

მოთხოვნები:

** გამართულად წერა და მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენებზე; (კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას ინგლისურ ენაზე);
** სოციალური პლატფორმების (Facebook, Instagram, Twitter) მართვის უნარები;
** გრაფიკულ პროგრამებში (Photoshop, Illustrator, Premiere Pro) მუშაობის ცოდნა;
** შესაბამისი განათლება/ სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების, ეფექტური კომუნიკაციისა და კრიტიკული ანალიზის უნარები;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და, არსებობის შემთხვევაში, პორტფელიო.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა - 21 სექტემბერი
სამუშაოს დაწყების სავარაუდო თარიღი: 1 ოქტომბერი;

შენიშვნა: გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://www.eprc.ge

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს CV ელექტრონულ მისამართზე: info@eprc.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |