www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკის ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ასპ-გრუპი-ს საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ბრენდის ყველა მიმართულების მომწოდებლებთან მუშაობა;
** ტექნიკის სპეციფიკაციების მოთხოვნა, შეთავაზებების მომზადება და კლიენტებთან გაგზავნა;
** ტექნიკის სათადარიგო ნაწილების შეკვეთების ფორმირება;
** ტექნიკის საგარანტიო შემთხვევების სპეციალურ პროგრამაში შეყვანა და შესრულების მონიტორინგი;
** ტექნიკის მიღების დროს სპეციალურ პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა;
** პოტენციური კლიენტების მოძიება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** სასურველია სასოფლო-სამეურნეო/საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მითხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |