www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი - თბილისი მოლი
მომწოდებელი: მოკასინი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

ევროპული ფეხსაცმლის მაღაზია "მოკასინი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

"მოკასინი" თავაზობს მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ნატურალური ტყავის, სპორტულ და კლასიკურ ფეხსაცმელს იტალია, ესპანეთსა და პორტუგალიიდან.

იხილეთ მეტი ბმულზე: https://www.facebook.com/MoccasinGeorgia/

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა;
** თაროებზე პროდუქციის მოწესრიგებულ მდგომარეობაში ქონა;
** მომხმარებლის პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და პროდუქციისადმი დამოკიდებულებების შესასწავლად;
** მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება.

მოთხოვნები:

** სასურველია საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება (ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, კოსმეტიკის ან აქსესუარების სფერო);
** სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული);
** მოწესრიგებულობა;
** თავაზიანობა;
** პუნქტუალობა;
** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
** ხარისხიან მომსახურებაზე და გაყიდვებზე ფოკუსირება;

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: თვიური ხელფასი + % რეალიზაციიდან.
ადგილმდებარეობა: თბილისი, თბილისი მოლი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: mymoccasin@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |