www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების უფროსი ექსპერტი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
თანდართული ფაილი: 76019_halykbank_appform_5559344.zip
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

ს/ს "ხალიკ ბანკი საქართველო" (ს/ს "ხალიკ ბანკი ყაზახეთი"-ს შვილობილი ბანკი) აცხადებს ვაკანსიას ბათუმის ფილიალში მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების უფროსი ექსპერტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ბათუმის ფილიალი
განაკვეთი: სრული

პასუხისმგებლობები:

** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება/ მოზიდვა და ბანკის პროდუქტების შეთავაზება-გაყიდვა;
** კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა, პირველადი ინფორმაციის მოძიება და პროექტის სტრუქტურირება;
** კლიენტების პორტფელის მართვა და მომსახურება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** პროექტების საკრედიტო კომიტეტებზე განხილვის/დამტკიცების კოორდინირება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით);
** გაყიდვების უნარები;
** საბანკო-საფინანსო სექტორში SME მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური უწყისების წაკითხვის უნარი;
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** ქართული და რუსული ენების კარგად ფლობა; ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტო სურათით მისამართზე: hr@hbg.ge
ან შეავსოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა და "subject" ველში მიუთითოთ "SME ექსპერტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25 სექტემბერი, 2020 წ.

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. .



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |