www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების რეალტორი
მომწოდებელი: CBA Capital
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

კომპანია "CBA Capital"-ი აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების რეალტორის პოზიციაზე. სამუშაო

განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული (450 ლარი + ბონუსი)

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი ქონების შესახებ კომპანიის ვებ გვერდზე არსებული განცხადებების დეტალურად შესწავლა, მუდმივი განახლება და ინფორმაციის დახვეწა
** უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირთათვის ამომწურავი კონსულტაციის გაწევა, მუდმივი კომუნიკაცია და შუამდგომლობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უცხო ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
** მართვის მოწმობა (ჩაითვლება უპირატესობად)
** ძლიერი ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარი
** ბიზნეს კომუნიკაციის და დროის მართვის უნარი
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული.

კანდიდატები გაივლიან ერთ თვიან სტაჟირების პროგრამას, რომლის დროსაც მიიღებენ ანაზღაურებას ბონუსის სახით, ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან, ტელეფონის ულიმიტო სასაუბრო დროით და ვიზიტებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტის ხარჯებით.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 5.
სამუშაო ადგილი: საბურთალოს და სამგორის ფილიალები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: hr@cbacapital.ge და ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |