www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტანციური გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 სექტემბერი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მიცკევიჩის 56
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00 - 18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** ფიზიკურ პირებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
** კლიენტის დაინტერესების შემთხვევაში პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიება/შეთანხმება და კლიენტისთვის მიწოდება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატელეფონო გაყიდვების სფეროში, ოპერატორის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** რუსული ან/და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ინფორმაციის გადმოცემის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** სწრაფად აზროვნების უნარი
** თავაზიანი
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** აკურატული

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2020 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - დისტანციური გაყიდვების ოპერატორი.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |