www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: აგრო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

კომპანია "აგრო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერის პოზიციაზე.

კომპანია დაკავებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და ამ ტექნიკის მარაგ ნაწილების რეალიზაციით. აგრეთვე ახორციელებს აღნიშნული ტექნიკის სერვისს.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://ah.com.ge/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო ტექნიკის დეტალების და კვანძების ნახაზების გაკეთება 2D და 3D ფორმატში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი, საინჟინრო განხრით;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენა - სრულყოფილად,
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

** საქმიანობის შედეგზე ორიენტაცია და ყოველდღიური დავალებების შესრულება.
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და ცოდნის მიხედვით, მინიმალური ანაზღაურება შეადგენს 1200 ლარს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი.
** სამუშაო დრო ორშაბათი-პარასკევი 08:00-17:00, შაბათი 08:00-14:00

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@agroholding.com.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ინჟინერი

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: აგრო ჰოლდინგი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც აგრო ჰოლდინგისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა აგრო ჰოლდინგში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც კომპანიაში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |