www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: კავკასია
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია, შპს "კავკასია" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტერ-ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული

შპს "კავკასია" ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდებით - "Forward" და "Megusto"

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის სააღრიცხვო სისტემაში:
** ნედლეულის მიღება და ხარჯვის კონტროლი;
** კალკულაციების კონტროლი და კორექტირება საჭიროების შემთხვევაში;
** პროდუქციის წარმოება ინგრედიენტების დადგენილი წესით (სწორად) შერევით;
** ნედლეულის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება,
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია
** კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა, ბუღალტრული, საწყობის აღრიცხვის პროგრამა (APEX) ცოდნა სასურველია
** რუსული ენის ცოდნა აუცილებელია

სასურველი უნარ-ჩვევები:

** თავაზიანი;
** პასუხისმგებლიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური;
** ახალი ცოდნის ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** თვითგანვითარების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე - vacancykavkasia@gmail.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "კავკასია" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |