www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების თანამშრომელი/დამფორმებელი
მომწოდებელი: ვაკე
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია, 1961 წელს დაარსდა და დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.

კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.

ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge | https://www.facebook.com/vakeproducts

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე"-ს ესაჭიროება წარმოების თანამშრომელი - დამფორმებელი ქ. თბილისში.

მის.: გლდანი, გმირი კურსანტების ქუჩა.
ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-დან 19:00 სთ-მდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოსისების და ძეხვების დამზადება;
** ხორცპროდუქტების ფორმირება ნატურალურ და ხელოვნურ გარსაცმში;
** კომპანიის საწარმოო სტანდარტების, შრომის უსაფრთხოების წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

პიროვნული მახასიათებლები:

დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური, კეთილსინდისიერი, ემოციურად სტაბილური/გაწონასწორებული, შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@vake.ge და სათაურის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "წარმოების თანამშრომელი/დამფორმებელი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |