www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 სექტემბერი

შპს "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილი #142

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** ბუღალტრული გატარებების ასახვა პროგრამაში;
** ბუღალტრული პროცესების ოპტიმიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ანალიზური აღრიცხვის წარმოება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა;
** ფინანსურ პროგრამაში ნაშთების სიზუსტის კონტროლი;
** საგადასახადო პორტალზე მუშაობა, ზედნადებების/ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი;
** ფინანსური/საგადასახადო აუდიტისთვის ინფორმაციის დამუშავება და მიწოდება;
** თვის ფინანსური დახურვისთვის საჭირო სხვა ამოცანების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ფინანსების განხრით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ფინანსების/აუდიტის მიმართულებით;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პროფესიული უნარები:

** გუნდურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მათემატიკური უნარები;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

გასაუბრება: ტესტირება Excel-სა და ბუღალტერიაში

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2020 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ბუღალტერი

კომპანია "ამბოლში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ამბოლის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |