www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამეცნიერო ნაშრომების მიღება გამოსაქვეყნებლად
მომწოდებელი: ჟურნალი - საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

ჟურნალი "საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა" აცხადებს სამეცნიერო ნაშრომების მიღებას ჟურნალის მომდევნო ნომერში (2020 წლის დეკემბერი) გამოსაქვეყნებლად.

ჟურნალის შესახებ:

"საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა" არის ორენოვანი, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი (ჟურნალი განთავსებულია EBSCO სამეცნიერო კვლევით ბაზაში), რომელსაც გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. ჟურნალი მოიცავს სტატიებს, ნარკვევებს, მიმოხილვებს, ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზს.

სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის მსურველი:

სამეცნიერო ნაშრომების წარდგენა შეუძლიათ სამართლის და მომიჯნავე სფეროში მომუშავე მეცნიერებს, ექსპერტებს, პრაქტიკოს იურისტებს და სტუდენტებს.

სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის მსურველთათვის:

თემატიკა: ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის, ავტორებს შეუძლიათ წარმოადგინონ ნაშრომები შემდეგ თემატიკაზე: სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირება, მართლმსაჯულების განხორციელება და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

აკადემიური ნაშრომის წარდგენის წესი და ტექნიკური ხასიათის მოთხოვნები:

** აკადემიური ნაშრომი მიიღება უშუალოდ ავტორებისგან;
** აკადემიური წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
** აკადემიური ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული (გარდა უცხოური სტატიის თარგმანისა);
** აკადემიურ ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს 150-200 სიტყვიანი აბსტრაქტი და ავტორის რეზიუმე;
** რედაქტირების დროს, შესაძლებელია, აკადემიური ნაშრომის ზომის და შინაარსის კორექტირება;
** აკადემიური ნაშრომის დაბეჭდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია;
** განსახილველად წარმოდგენილი აკადემიური ნაშრომი უნდა იყოს დასრულებული;
** მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Word) არაუმეტეს 6 000 სიტყვისა; შრიფტი Sylfaen (ნაშრომის ქართულად წარმოდგენის შემთხვევა) ან Times New Roman (ნაშრომის ინგლისურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში). შრიფტის ზომა: 12, ხაზებს შორის დაშორება 1.5სმ.
** აკადემიური ნაშრომის შერჩევის და დაბეჭდვის გადაწყვეტილების მიღებისას, განმსაზღვრელია ნაშრომის ხარისხი და აქტუალურობა.

ციტირება და პლაგიატი:

ჟურნალში განსათავსებელი აკადემიური ნაშრომების ციტირების სახელმძღვანელო სტანდარტებს გაეცანით შემდეგ ბმულზე: http://iliauni.edu.ge/uploads/other/2/2588.pdf

ჟურნალის რედაქცია:

ჟურნალის რედაქციასთან დაკავშირება და აკადემიური ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: clr@iliauni.edu.ge არა უგვიანეს 2020 წლის 9 ოქტომბრისა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |