www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგამოცდო ლაბორატორიის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნათაძის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

შპს "გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი" აცხადებს კონკურს ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიაში სრული საშტატო განაკვეთით, სათანადო თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, კერძოდ - საგამოცდო ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება;
** აკადემიური დოქტორის სამეცნიერო ხარისხით ან დოქტორანტი (სასურველია ქიმიკოსი ან ბიოქიმიკოსი);
** ასაკი 30-50წელი;
** ​სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 3 წელი) საგამოცდო ლაბორატორიაში და ისო 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან სხვა (რუსულის გარდა) უცხო ენისა და კომპიუტერის საოფისე პროგრამების (ვინდოუსი - ვორდი, ექსელი, პოვერ-პოინტი, ინტერნეტი) კარგი ცოდნა სავალდებულოა.

სამოტივაციო წერილის, 2 რეკომენდაციისა და CV წარმოდგენა მისამართზე info-kobakhidze@mail.ru სავალდებულოა.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სათანადო თანამდებობის დასახელება - ლაბორატორიის ხელმძღვანელი, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.

გამოსაცდელი ვადით (არაუმეტეს 3 თვე) სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დადგინდება კომპეტენციის შესაბამისად - შეთანხმებით. გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდგომ, ინსტიტუტის შტატში თანამშრომლად აყვანის შემთხვევაში, ლაბორატორიის ხელმძღვანელს დაენიშნება შესაბამისი ფიქსირებული სახელფასო განაკვეთი და დამატებით მიეცემა სათანადო ბონუსები.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |