www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ვენგო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"ვენგო ჯგუფი" ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2004 წლიდან და აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. "ვენგო ჯგუფი" ახორციელებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს და ლოჯისტიკურ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებებით. დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ გვერდზე: www.vengo.ge

კომპანია "ვენგო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების/კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში გამოცდილება
** შრომისმოყვარეობა
** მათემატიკური აზროვნების უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, 2020 წლის 30 სექტემბრამდე, ელექტრონულ მისამართზე: vacancy@vengo.ge. წერილის დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

აუცილებელი პირობა: რეზიუმეს დასახელება უნდა შეიცავდეს კანდიდატის გვარსა და სახელს ინგლისური შრიფტით, შემდეგი თანმიმდევრობით: "Kapanadze.Giorgi".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |