www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერის დამხმარე
მომწოდებელი: დომუს ალუმინიუმი
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

შპს "დომუს ალუმინიუმი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის დამხმარეს თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება და აღწერა;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის დასაწყობება;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილების მიღება;
** წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა;
** საწყობში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

უნარ-ჩვევები:

** საწყობში მუშაობის გამოცდილება
** ფიზიკური შრომის უნარი
** რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@domusi.com და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 10.10.2020

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |