www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელსა და პარტნიორს წარმოადგენს "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" (http://www.vig.com), რომელიც ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიაა. ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ფინანსურ დაცულობასა და სტაბილურობას, თქვენთან ერთად მუდმივად ვიზრუნოთ ცხოვრების გამარტივებასა და სიმშვიდეზე (https://irao.ge/)

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას:

თანამდებობა: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი 0160, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** ტრენინგებს სადაზღვევო პროდუქტებსა და გაყიდვების ტექნიკებში;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს, საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
** ფიქსირებულ ხელფასს (გამომდინარე კანდიდატის გამოცდილებიდან) + საკომისიო;
** კორპორატიულ ნომერს სატელეფონო ლიმიტით, ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს გამოსაცდელი ვადის შემდეგ.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა;
** ახალი კლიენტების მოძიება, მათთან კონტაქტის დამყარება და სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება;
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია კორპორატიული ან SME მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** აქტიური და კომუნიკაბელური;
** ინიციატივიანი;
** სერვისზე ორიენტირებული;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: gvantsa.saatashvili@irao.ge ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე https://irao.ge/ka/career და გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |