www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსისტი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური უწყისების ყოველთვიური წარმოება (მოგება-ზარალი, ბალანსი, თანხის მოძრაობა);
** ყოველთვიური, კვარტალური, ყოველწლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და ანალიზი (შესრულების მონიტორინგი);
** საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** ხელშეკრულების მიხედვით დებიტორული და კრედიტორული მოთხოვნა-ვალდებულებების კონტროლი და ელ-ბაზის შექმნა;
** ობიექტების ფინანსური მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და მონიტორინგი;
** ინვესტიციების შეფასების უნარი;
** რისკების კონტროლი-მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიური მიმართულებით
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** Excel-ის გამართული ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პერსონალის მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 9 ოქტომბერი, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ. ფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფინანსისტი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

შ.პ.ს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |