www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სპა ადმინისტრატორი
მომწოდებელი: თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი აცხადებს ვაკანსიას სპა-ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სპა ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების მენეჯმენტი;
** მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია;
** სპა სერვისის სტანდარტების შემუშავება და შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** სპა ცენტრისთვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის მარაგების შედგენა-კონტროლი; საჭიროების შემთხვევაში განაცხადის დროული შედგენა;
** სპა ცენტრის მოწყობილობა-დანადგარების მუდმივი მონიტორინგი და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** სპა ცენტრის თანამშრომლების მართვა და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება სასურველია ტურიზმის ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სპა ცენტრის სპეციფიკაციების ცოდნა;
** სასურველია მომსახურების კურსის/ტრენინგის დამდასტურებელი სერტიფიკატი;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** MS office.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-კვირა 09:00-16:00 ან 16:00 22:00
დასვენების დღე სამუშაო დღეებში 1 დღე (არჩევით)
ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** მომხმარებლებზე ორიენტირებულობა;
** მართვის უნარი;
** პრიორიტეტების და დროის სწორად განსაზღვრის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კრეატიულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@balneo.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |