www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: AML ოფიცერი
მომწოდებელი: ველსი
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

სს "საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი" აცხადებს ვაკანსიას AML ოფიცრის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: პეკინის გამზირი #34, თბილისი, საქართველო.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტების იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესების განხორციელება/მონიტორიგი
** მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების იდენტიფიცირება და ანგარიშგების წარდგენა მოქმედი კანონმდებლობის/რეგულაციების შესაბამისად
** AML დებულებიდან გამომდინარე გარიგებების კონტროლი
** მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების ცვლილების შეთხვევაში კომპანიის AML დოკუმენტი-(ები)-ს რედაქტირება
** ანგარიშგების მომზადება და წარდგენა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შესაბამის ვადებში
** მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების მუდმივი მონიტორინგი, ცვლილებებისა და სიახლეებისთვის თვალყურის დევნა და საჭიროების შემთხვევაში მათი გაცნობა როგორც კომპანიის მენეჯმენტისთვის ასევე ცალკეული თანამშრომლებისთვის
** ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნილი ანგარიშგების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და მისი მუდმივი განახლება
** საეჭვო და სარისკო გარიგებების სისტემური ანალიზი
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ეკონომიკურს, ფინანსურს, იურიდიულს და აუდიტის სფეროებს)
** ამ სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა
** მოქმედი კანონმდებლობებისა და რეგულაციების ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** Microsoft Office - ის ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა
** სწავლა და განვითარება

მსურველებს, გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@wt.ge. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |