www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ზოოინჟინერი ფერმერი
მომწოდებელი: სასტუმრო ყვარლის ტბა
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" 2005 წელს დაარსდა და დღეისთვის აერთიანებს 6 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებულ პროექტს, როგორც თბილისში, ასევე კახეთის რეგიონშიც.

ჯგუფის მენეჯმენტში შემავალი სასტუმრო "ყვარლის ტბა" კახეთის შუაგულში მდებარეობს, რომელიც 2010 წელს გაიხსნა და დღეისთვის კომპლექსში შედის სასტუმრო "ყვარლის ტბა", "ყვარლის ბაღები" და რეკრეაციული ზონა ღია ცის ქვეშ სპორტის ელემენტებით. 2019 წლის აპრილიდან სასტუმროს დაემატა ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული კომპლექსიც, რომელიც 120-მდე დამსვენებელს მასპინძლობს.

სასტუმრო "ყვარლის ტბა" აცხადებს ვაკანსიას ფერმერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** წვრილფეხა და მსხვილფეხა შინაური ცხოველების ფერმის დაპროექტება, განვითარება, მოვლა-მართვა, ზედამხედველობა
** ფერმის პროდუქტის ხორცის, რძის და სხვა ნაწარმის წარმოება და სარეალიზაციოდ მომზადება.

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ზოოვეტერინარული, ფერმერული მიმართულებით);
** ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კრეატიულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი:
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დროის მართვის და მაქსიმალურად პროდუქტიული მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი:
** კომუნიკაციის უნარები;
** მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომპანიის ღირებულებებისა და პრინციპებისადმი ერთგულება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kvarelilake.ge 2020 წლის 7 ოქტომბრამდე. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |