www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ტელეიმედი
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

შპს "ტელეიმედი" აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: შპს "ტელეიმედი", თბილისი.

ფუნქცია/მოვალეობები:

** სერვერული ოპერაციული სისტემების ადმინისტრირება (Windows/Linux);
** სერვერული ინფრასტრუქტურისა და ვირტუალური გარემოს აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, სარეზერვო კოპირების სისტემების ადმინისტრირება და მართვა;
** შესანახი (Storage) მოწყობილობების მართვა და ადმინისტრირება;
** IT სისტემების დაგეგმვა, ინსტალაცია, განახლება, კონფიგურირება, ოპტიმიზაცია და ადმინისტრირება;
** ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა/დანერგვა;
** უსაფრთხოების სისტემების, აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის მართვა და ადმინისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სისტემურ ადმინისტრატორად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ტექნიკური ინგლისურის ცოდნა;
** VMWare vSphere, vCenter, HPE, Dell, Lenovo მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება (Windows Server 2008/2012/2016/2019, DC, DNS, DHCP, AD, IIS, File and Storage Services, WSUS);
** Microsoft Exchange Server-თან მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** Linux-თან მუშაობის გამოცდილება - CentOS/Ubuntu Server;
** სარეზერვო კოპირების სისტემებთან (Veeam Backup & Replication) მუშაობის გამოცდილება;
** Email Security Gateway-თან მუშაობის გამოცდილება.
** Storage Server-თან მუშაობის გამოცდილება.
** Endpoint Protection-თან მუშაობის გამოცდილება.
** მონიტორინგისა და SIEM-ის ტიპის სისტემებთან (PRTG, Splunk, ManageEngine) მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პრობლემაზე კონცენტრაციის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ გარემოში სწრაფად ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@imedi.ge არაუგვიანეს 2020 წლის 25 სექტემბრისა. გთხოვთ, ელ. წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |